მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება.
სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული პროგრამა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფათირის ცხობის მასტერკლასი, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული ეთნოკულინარიული სივრცეები.
საკონცერტო პროგრამა 14:30 საათიდან დაიწყება. მონაწილეობენ შაბან მამედოვი, სოფო ბედია, „ქართული ხმები“, აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი DAMLA და DJ Sako.
20:00 საათზე — სადღესასწაულო ფოიერვერკი!
ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.