,,საჭიროა უფრო სწრაფად და მტკიცედ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგოსექტორთან დაკავშირებულ თავდასხმებზე მორატორიუმის დაწესების საკითხი განიხილა. საფრანგეთის ლიდერმა დისკუსიას „ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა და ხაზი გაუსვა კიევისთვის თავდაცვითი და ჩამჭრელი სისტემების მიწოდების დაჩქარების აუცილებლობას. მაკრონმა აღნიშნა, რომ ენერგოსისტემებზე იერიშების შეწყვეტის იდეას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზეც წამოჭრის. მისი თქმით, უკრაინის ენერგოსექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტულია, რადგან ომი პირდაპირ მოქმედებს მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. „ვრცლად განვიხილეთ უკრაინისა და რუსეთის საკითხი, საჭიროება, უფრო სწრაფად და მტკიცედ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჩამჭრელი სისტემებით, ვინაიდან თავდაცვის კუთხით ეს გადამწყვეტი საკითხია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. The post ,,საჭიროა უფრო სწრაფად და მტკიცედ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს” – მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →