სიახლე

„სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი რეაგირების მთავარი საყრდენია“ – კაია კალასი

მედიაცენტრი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, რომელთა ვადაც დღეს შუაღამისას იწურება. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ კალასმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოსკოვის ომის დაფინანსების შეჩერების მთავარი ბერკეტია. ბრიუსელში სანქციების ვადის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ორშაბათს წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის „შავი სიიდან“ ამოღებაზე, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც გამოეხმაურა და მსგავსი ნაბიჯი მიუღებლად შეაფასა. „სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი რეაგირების მთავარი საყრდენია, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის დაფინანსების შეწყვეტაა. ჩვენ გვჭირდება ეს… The post „სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი რეაგირების მთავარი საყრდენია“ – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი