სიახლე
თბილისში ნაქირავებ ბინაში ორი უცხოელი გარდაცვლილი იპოვეს
GuriaNews
თბილისში, ნაქირავებ ბინაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ერთი საფრანგეთის, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გარეგნული დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის სხვა გარემოებებს გამოძიება ადგენს.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.