სიახლე

“უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით” – შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი”

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით” – შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“: “🔴 შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა. სასამართლოსგან ვითხოვთ კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც „თრიალეთს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილება […] “უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით” – შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით” – შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი”

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“:

“🔴 შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა.

სასამართლოსგან ვითხოვთ კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც „თრიალეთს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

„თრიალეთი“ სასამართლოში დაასაბუთებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია.

📌 საქმის მთავარი გარემოება მარტივია: ცვლილება განხორციელდა არა „თრიალეთის“ წილებში, არამედ სრულიად სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის — „თრიალეთის“ 10%-იანი წილის მფლობელი შპს „აქცეპტის“ — საკუთრების სტრუქტურაში.

„თრიალეთი“ ამ გარიგების მხარე არ ყოფილა, მის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია და გარიგების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ გააჩნდა.

კომისიამ კი „თრიალეთი“ დასაჯა იმის გამო, რომ წინასწარ არ შეატყობინა ინფორმაცია გარიგების შესახებ, რომლის თაობაზეც მას წინასწარ არაფერი ჰქონდა ცნობილი და რომლის ცოდნაც, ობიექტურად, შეუძლებელი იყო.

⁉ სასამართლოში კომისიას მოუწევს, დაასაბუთოს მთავარი საკითხი: როგორ უნდა შეეტყობინებინა „თრიალეთს“ წინასწარ ისეთი გარიგების შესახებ, რომლის თაობაზეც თავად წინასწარ არაფერი იცოდა?

სარჩელში ასევე მივუთითებთ კომისიის გადაწყვეტილებაში არსებულ წინააღმდეგობებზე. თავად კომისია ადგენს, რომ ცვლილება მოხდა შპს „აქცეპტის“ საკუთრების სტრუქტურაში, თუმცა გადაწყვეტილების სხვა ნაწილში დარღვევა აღწერილია ისე, თითქოს ადგილი ჰქონდა ავტორიზებული პირის წილის გასხვისებას.

🔺 კომისიის გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომ აჩენს საფუძვლიან ეჭვს — მისი მიღება პოლიტიკური გავლენის შედეგი იყო.

„თრიალეთი“ საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით“, – აცხადებს ტელე-რადიო კომპანია.

“უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით” – შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი”
პარალელი


მსგავსი