სიახლე

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

GuriaNews

23 სექტემბერს საქართველოში შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდი სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების გავლენით განისაზღვრება. დღის განმავლობაში ზოგან ღრუბლიანობა მოიმატებს, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგიერთ რაიონში აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარიც იქროლებს. თბილისში დღის განმავლობაში ტემპერატურა დაახლოებით +28 გრადუსამდე მოიმატებს, დილით კი დაახლოებით +17–20 გრადუსი იქნება.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი