სიახლე

პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო სივრცეში ავიაცია განალაგა

მედიაცენტრი

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იუწყება. უწყების განმარტებით, მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა და რესურსი. „მზადყოფნის მდგომარეობაშია სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო დაზვერვის სისტემები“, – აღნიშნულია განცხადებაში. სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს ქმედებები პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას. „შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება არსებულ ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩება დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“, – აცხადებს პოლონეთის სამხედრო უწყება. The post პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო სივრცეში ავიაცია განალაგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი