Reuters – ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა
News.ge
ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“. ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების […]
ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“.
ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.