სიახლე

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

ტვ ოდიში

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი თქმით, მხარეები აქტიურად განიხილავენ ქვეყნის ირგვლივ შექმნილ საგანგებო ვითარებას. “რაც შეეხება აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ გამოსული ინფორმაციის მიუხედავად, ვითარება პირდაპირ აგრესიის დონემდე გაუარესდა,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა […] The post მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი თქმით, მხარეები აქტიურად განიხილავენ ქვეყნის ირგვლივ შექმნილ საგანგებო ვითარებას.

“რაც შეეხება აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ გამოსული ინფორმაციის მიუხედავად, ვითარება პირდაპირ აგრესიის დონემდე გაუარესდა,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია დაიწყეს. მოკულილია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის.

დონალდ ტრამპმა ირანის მოქალაქეებს რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში.

The post მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი