სიახლე

აშშ-მა ქუვეითში საელჩო დახურა

მედიაცენტრი

ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა, – ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს. „გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, რომლებშიც იმყოფებიან. The post აშშ-მა ქუვეითში საელჩო დახურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი