სიახლე

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს. „ისრაელის დასახლებების მიმართულებით პირდაპირი ცეცხლის წარმოების გაუვნებელყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე უფლება მივეცით „ცაჰალს“ ლიბანში შევიდეს და დაიკავოს სიმაღლეები და დაიცვას საზღვრისპირა დასახლებები“, – ციტირებს მედია კაცს. მისი თქმით, „ცაჰალი“ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აგრძელებს. „ეს ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და გადაიხდის დიდ ფასს ისრაელზე თავდასხმის გამო“, – დასძინა კაცმა. The post ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი