ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოში ჩასვენებული დაკრძალეს (ფოტოები)
ცნობილი ნარკოკარტელი, ნემესიო ოსეგერა სერვანტესის იგივე “ელ მენჩო“ ოქროს კუბოში ჩასვენებული დაკრძალეს. პომპეზური დაკრძალვის ცერემონია მექსიკის ქალაქ გუადალახარაში გაიმართა. დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობას თან ორკესტრი ახლდა, რომელიც ტრადიციულ რანჩერასა და ნარკოკორიდოსს მელოდიის ფონზე ნარკობარონების ცხოვრებასა და “გმირობებზე“ დაწერილ სიმღერებს ასრულებდა. ერთსაათიანი ცერემონიის შემდეგ დაკრძალვის მონაწილეები, რომელთაგან ბევრი სახეს ნიღბებით მალავდა, ჩასასვენებელს სამარხამდე გაჰყვნენ. ნარკოკარტელის დამფუძნებლის “ელ მენჩოს“ სიკვდილს მექსიკაში არეულობები მოჰყვა, კარტელის წევრებმა ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის 20 შტატში გზები გადაკეტეს. დაკრძალვის დღეს მექსიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ქალაქების ქუჩებში ეროვნული გვარდიის დამატებითი დანაყოფები გამოიყვანა. The post ცნობილი მექსი…
პირველწყარო →