სიახლე

ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა გადადო

MegaTV

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 3-დღიანი პროცედურა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის გადავადდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება ხამენეის დაკრძალვა. აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. როგორც ირანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მისი ვაჟი, მოჯტაბა […]

პირველწყარო →
ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 3-დღიანი პროცედურა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის გადავადდა.
 ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება ხამენეის დაკრძალვა.
 აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. როგორც ირანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი გახდება. მოჯტაბა ხამენეი პოზიციაზე ოფიციალურად ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ უნდა წარადგინონ.

მსგავსი