სიახლე

ბოლნისის მუნიციპალიტეტიში „სოფლის მხარდაჭერის“პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

რეგიონალური სიახლეები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, პროგრამის ფარგლებში კიანეთის, ჯავშანიანის, ქვეშის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა, რითაც აღნიშნულ ეტაპზე სოფლებთან კონსულტაციების პროცესი სრულად დასრულდა. შეხვედრების განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად დაასახელა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა აქტიური ჩართულობისა და ღია დიალოგის პირობებში, რაც...

პირველწყარო →

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, პროგრამის ფარგლებში კიანეთის, ჯავშანიანის, ქვეშის, მუშევანისა და საბერეთის მოსახლეობას საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა, რითაც აღნიშნულ ეტაპზე სოფლებთან კონსულტაციების პროცესი სრულად დასრულდა.

შეხვედრების განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად დაასახელა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა აქტიური ჩართულობისა და ღია დიალოგის პირობებში, რაც უზრუნველყოფს, რომ დაგეგმილი პროექტები რეალურად პასუხობდეს მოსახლეობის საჭიროებებს.

მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ: სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე: ქვეშის თემის მაჟორიტარი ლაშა ურუმაშვილი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი; მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.


მსგავსი