სიახლე

ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე იპოვეს

MegaTV

დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. 66 წლის ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზობელს ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს კონფლიქტი მოუხდათ. ქალის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. […]

პირველწყარო →

დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.

66 წლის ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზობელს ხშირად სტუმრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს კონფლიქტი მოუხდათ.

ქალის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი


მსგავსი