საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა
GuriaNews
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ. “საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს,საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით. […] The post საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა appeared first on გურია ნიუსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.
“საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს,საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი”,_ აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.