სიახლე
სუს-ში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს
მედიაცენტრი
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს. ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი,ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს The post სუს-ში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.