“ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს”- კალასი
“ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს”- ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა. „გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მულტილატერალური პროექტი, ევროკავშირი არსებობას განაგრძობს“, – განაცხადა კალასმა. მისი თქმით, „გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკაა“. „ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საზღვრებს აფართოებს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. The post “ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს”- კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →