სიახლე
აზერბაიჯანი ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
მედიაცენტრი
აზერბაიჯანმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანში 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და 2 ტონა მედიკამენტებს აგზავნის. „ჰუმანიტარული დახმარება ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მარაგს მოიცავს. სატვირთო მანქანები უკვე გადიან“, – აღნიშნა ჰასანოვმა. ასევე, მისი თქმით, ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ბრძანება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასცა. The post აზერბაიჯანი ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.