სიახლე

საქართველოში საწვავი 2-18 თეთრით გაძვირდა

მედიაცენტრი

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასი ქვეყანაში 2025 წლის ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა, მაშინ ბენზინი და დიზელი მცირედით გაიაფდა. The post საქართველოში საწვავი 2-18 თეთრით გაძვირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი