სიახლე

ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

მედიაცენტრი

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, – განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს. „ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა. The post ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი