სიახლე

“მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

GuriaNews

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ […] The post “მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს”,_ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

The post “მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი