სიახლე

სეს-მა თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

GuriaNews

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. „ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით. აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“ , – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. The post სეს-მა თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით.

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“ , – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს  გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post სეს-მა თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი