სიახლე
საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს
მედიაცენტრი
საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს. ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. „ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა“, – წერს მარკონი X-ზე. მისი თქმით, მზადაა მოლაპარაკებებს პარიზში უმასპინძლოს. „ისრაელმა ფართომასშტაბიან შეტევაზე უარი უნდა თქვას და ფართომასშტაბიანი დარტყმები შეწყვიტოს. „ჰეზბოლამ“ ვითარების სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს“, – აცხადებს მარკონი. ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 770-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. The post საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.