სიახლე

“რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა”- ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა. მისი თქმით, ისინი თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის. „ისინი იყენებენ ირანის ლიცენზიებს. თქვენ იცით, რომ მათ დაამზადეს მრავალი დრონი და გადასცეს მათ. მე მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზების და ახლო აღმოსავლეთში მისი მეზობლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ირანული დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს. The post “რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი