სიახლე
„უცხოეთში წაყვანის საკითხი არ განიხილება“ – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე
მედიაცენტრი
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მინისტრის თქმით, პატრიარქის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება. “უცხოეთში წაყვანის საკითხი ამ წუთას არ განიხილება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც ამის საჭიროება დადგება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია, გაკეთდება. ჩვენ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. The post „უცხოეთში წაყვანის საკითხი არ განიხილება“ – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.