სიახლე

ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთში ჩასვლისთანავე ზელენსკი თავდაცვის კომპანია Sener Aerospace&Defence-ს ეწვია, სადაც აღჭურვილობის ნიმუშები და საწარმოო ობიექტები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები უკრაინა-ესპანეთის თავდაცვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას გეგმავენ. ზელენსკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს, ფრანსინა არმენგოლს და სენატის პრეზიდენტს, პედრო როლანს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან. The post ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი