სიახლე

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

MegaTV

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“, – განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია […]

პირველწყარო →

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“, – განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გასვენებაში მიიყვანონ.

„ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“,-დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.


მსგავსი