სიახლე
რუსეთმა აშშ-ს გარიგება შესთავაზა
მედიაცენტრი
რუსეთი აშშ-ს გარიგებას სთავაზობდა, რომლის თანახმადაც, მოსკოვი შეწყვეტდა ირანისთვის დაზვერვის ინფორმაციის გადაცემას, თუ ვაშინგტონიც შეწყვეტდა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მოსკოვის წინადადება ვაშინგტონის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კირილ დმიტრიევმა გასულ კვირას, მაიამიში გამართული შეხვედრის დროს გააცნო. მედიის ცნობით, აშშ-მა გარიგებაზე უარი განაცხადა. The post რუსეთმა აშშ-ს გარიგება შესთავაზა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.