სიახლე
სომეხთა კათოლიკოსს საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცეს
მედიაცენტრი
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს სომხეთიდან საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცა. ის 22 მარტს აპირებდა თბილისში ჩასვლას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა პარასკევს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა შუამდგომლობა, რომ მას მიეცეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთის საშუალება და თბილისში ჩასვლა. „კიდევ ერთი აშკარა უკანონო გადაწყვეტილება, რაც ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას”- დაწერა პატრიარქის ადვოკატმა. The post სომეხთა კათოლიკოსს საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.