სიახლე
“აშშ-მა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს”- ზახაროვა
მედიაცენტრი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს. „ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. The post “აშშ-მა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს”- ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.