სიახლე

კორეაში ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მედიაცენტრი

სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. მედიის ცნობით, 25 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კორეის უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ხანძარი პარასკევს გაჩნდა. მათი თქმით, ქარხანა Anjun Industrial-ს ეკუთვნოდა, რომელიც ძრავის სარქველებს აწარმოებს და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Hyundai Motor და Kia Corp. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სონ ჯუ-ჰვანმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ კომპანია სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. The post კორეაში ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი