სიახლე

სარფში მოკლული ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს

GuriaNews

სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს. ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს. ფაქტს ადასტურებს ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, იყვნენ გამომძიებლები, ქალი დამარხული იყო. ადგილზე არავინ მიგვიშვა, მეტი დეტალი არ ვიცი,“ – […] The post სარფში მოკლული ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს.

ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ცხედარი არსებული საფლავის ზედაპირზე იყო დამარხული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც ცხედარი ამოასვენეს.

ფაქტს ადასტურებს ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, იყვნენ გამომძიებლები, ქალი დამარხული იყო. ადგილზე არავინ მიგვიშვა, მეტი დეტალი არ ვიცი,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მერის წარმომადგენელმა.
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, როგორც სავარაუდო ბრალდებული, ასევე მოკლული ქალი თურქეთის მოქალაქეები არიან.

წყარო: ajaratimes.ge

The post სარფში მოკლული ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი