სიახლე
ღამით ირანში სტრატეგიული ობიექტები დაიბომბა
მედიაცენტრი
ისრაელისა და აშშ-ის სამხედროებმა ღამით ირანში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. იერიში მიიტანეს მართვის ცენტრებზე, შტაბებზე, სარაკეტო ინდუსტრიულ ცენტრებზე, ბაზებზე, აეროპორტებსა და საწყობებზე. ამასთან, ირანის თავდასხმის სამიზნე ისრაელი გახდა. კასეტური საბრძოლო მასალით დატვირთული ბალისტიკური რაკეტა ქალაქ ნეშერში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, ჩამოიშალა კედელი და საცხოვრებელი სრულად განადგურდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, – ცნობილია, რომ მოსახლეობამ თავშესაფარში ჩასვლა მოასწრო. ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებშიც. The post ღამით ირანში სტრატეგიული ობიექტები დაიბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.