სიახლე
კონსერვირებული ბადრიჯნის მიღებით დაღუპული ქალის ოჯახის წევრების მდგომარეობა რთულია
მედიაცენტრი
დაკონსერვებული პროდუქტით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები თბილისში, ინფექციურ კლინიკაში მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, მათი მდგომარეობა რთულია. „დაკონსერვებული საკვები მთლიანად ოჯახმა გასინჯა. ყველა შეიყვანეს თბილისში ინფექციურ კლინიკაში. ქალი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მეუღლე და ოჯახის ერთი წევრი მკურნალობენ”- განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 30 წლის ქალი, დაკონსერვებული პროდუქტით ინფექციურ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ბოტულიზმით დაავადება გახდა. The post კონსერვირებული ბადრიჯნის მიღებით დაღუპული ქალის ოჯახის წევრების მდგომარეობა რთულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.