სიახლე

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო

მედიაცენტრი

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. “საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად ჩართულია ყველა შესაძლო საჰაერო თავდაცვის საშუალება – პილოტირებული ავიაცია, საზენიტო დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის (REB) სისტემები და სახმელეთო საჰაერო თავდაცვა. წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული ან ჩახშობილია მოწინააღმდეგის 541 უპილოტო საფრენი აპარატი. საბრძოლო მუშაობა გრძელდება! უკრაინის ცის დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოიგერიონ მტრის საჰაერო თავდასხმები” -წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი The post უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი