სიახლე

„ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია”- ნორვეგიის ელჩი

მედიაცენტრი

„ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია”-წერს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში. როგორც ელჩი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს ამყარებს. “განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას”, – წერს ჰოვლანდი. სასამართლომ კახა კალძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო. The post „ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია”- ნორვეგიის ელჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი