სიახლე

„ბავშვობიდან მშვიდი ხასიათი მქონდა და ამ სიმშვიდემ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე“

GuriaNews

27 მარტს, საპატიო შემოქმედელს, გურიის კოლორიტ ვენერა გოლიაძეს ასი წელი შეუსრულდა. დამსახურებული მასწავლებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ბავშვებს ისტორიას. „შემოქმედის სკოლასთან 60 წელი მაკავშირებს. 10 წელი ვსწავლობდი იქ და 50 წელი კიდევ მე ვასწავლიდი ბავშვებს. მე კარგად მახსოვს მოსწავლეობის და სტუდენტობის დროინდელი წლები. პირველად, როდესაც მომიხდა შესვლა კლასში, როგორც […] The post „ბავშვობიდან მშვიდი ხასიათი მქონდა და ამ სიმშვიდემ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

27 მარტს, საპატიო შემოქმედელს, გურიის კოლორიტ ვენერა გოლიაძეს ასი წელი შეუსრულდა. დამსახურებული მასწავლებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ბავშვებს ისტორიას.

 „შემოქმედის სკოლასთან 60 წელი მაკავშირებს. 10 წელი ვსწავლობდი იქ და 50 წელი კიდევ მე ვასწავლიდი ბავშვებს. მე კარგად  მახსოვს მოსწავლეობის და სტუდენტობის დროინდელი წლები.  პირველად, როდესაც  მომიხდა შესვლა კლასში, როგორც მასწავლებელს, დამხვდა თვალხატულა და ნიჭიერი ბავშვები.

სკოლის მოსწავლეებთან  ნებისმიერი ჩატარებული გაკვეთილი მახსოვს და სულ მემახსოვრება. ყველაზე მეტად   მწყდება გული ჩემი მოსწავლეებიდან ბევრი არის გარდაცვლილი  და მე კიდევ ცოცხალი ვარ,“ – გვითხრა ვენერა გოლიაძემ.

ამ ეტაპზე ისე აქტიურად   წიგნს  ან გაზეთს ვერ  კითხულობს. სწორედ  ეს ენატრება ყველაზე მეტად:

„მე ვფიქრობ, რომ უფალმა ამდენი სიცოცხლე იმიტომ მომანიჭა მე, რომ ბავშვობიდან  მშვიდი ხასიათი მქონდა და ამ სიმშვიდემ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე. მხედველობა და სმენა დამიქვეითდა, მაგრამ მადლობა უფალს, მეხსიერება შემომრჩა და ყველა დეტალი ჩემი ცხოვრებიდან მახსოვს.“

შეხვედრის ბოლოს მან ახალგაზრდებს მიმართა. მათ  ურჩია, ყველაზე მეტად  იკითხონ საქართველოს ისტორიის შესახებ და ასევე იყვნენ მიმტევებლები:

„იყვნენ მიმტევებლები, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნონ და იღვაწონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს და გამთლიანდეს. ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ვურჩევ ახალგაზრდებს,  საქართველოს ისტორია თავიანთ  სამაგიდიდო  წიგნებად  გაიხადონ და ხშირად   იკითხონ იგი.“

„გურია ნიუსი“ ღვაწლმოსილ   მასწავლებელს და კოლორიტს ვენერა გოლიაძეს ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

The post „ბავშვობიდან  მშვიდი ხასიათი მქონდა და ამ სიმშვიდემ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი