სიახლე

ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, იაზდში, ურანის ქარხანა დაბომბეს. მათივე განმარტებით, ეს ობიექტი ერთადერთია თავისი ტიპის ობიექტებს შორის, სადაც ნედლეული ურანის გამდიდრებისთვის მუშავდება. „ამ ობიექტის დაბომბვა ირანის ტერორისტულ რეჟიმს ართმევს ამ პროცესებისთვის საჭირო ნედლეულს და კიდევ უფრო ძირს უთხრის ირანის ბირთვული იარაღის პროგრამას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანში არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს. The post ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი