სიახლე
„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
მედიაცენტრი
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მედია წერს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ომში ჩაერთნენ და სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ფონზე სამხრეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ცნობისთვის, ირანში ომის დაწყების შემდეგ ეს ისრაელის წინააღმდეგ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის პირველ შემთხვევას წარმოადგენს. The post „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.