სიახლე

ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტირის რეგიონზე იერიშების შედეგად, შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი სირიელი და ერთი ლიბანელი დაიღუპა, ცხრა ადამიანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ნაბატიეს რეგიონზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ხოლო სოფელ კფარ ტებნიტზე მიტანილი იერიშის შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი – დაიჭრა. The post ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი