სიახლე
დღეს, მეუფე შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს
მედიაცენტრი
სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს, წირვა აღესრულება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვას მეუფე შიო აღავლენს. „ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. The post დღეს, მეუფე შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.