სიახლე

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა

Knews

knews.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ The post გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა appeared first on knews.ge.

პირველწყარო →

knews.ge
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი.

ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

📷 ალიკა ტურიაშვილი

The post გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა appeared first on knews.ge.


მსგავსი