სიახლე
“ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგომ გადაასწრო, ბიჭმა კი ვეღარ მოასწრო” – ლანჩხუთში ბავშვს მატარებელი დაეჯახა
მედიაცენტრი
გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. “გურიანიუსის”ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა. “რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”. წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. The post “ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგომ გადაასწრო, ბიჭმა კი ვეღარ მოასწრო” – ლანჩხუთში ბავშვს მატარებელი დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.