სიახლე

ცნობილია ყვარელში ავარიაში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

MegaTV

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი 52 წლის ინგა ყაველაშვილია. ქალი წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდანაა და ის, ყვარლის პოლიციის სამმართველოში იყო დასაქმებული. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე […]

პირველწყარო →

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი 52 წლის ინგა ყაველაშვილია.

ქალი წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდანაა და ის, ყვარლის პოლიციის სამმართველოში იყო დასაქმებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მსგავსი