მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Apr 2026, 19:03

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, უკრაინაში, მალე დაბრუნდებიან. „მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მუდმივი თანამშრომლობისაკენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა. თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთთან და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდნენ. The post მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.