68 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 03 Apr 2026, 05:27

2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ეს კი საპრივატიზაციო გეგმის მაჩვენებელს აღემატება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე განმარტავს, „საანგარიშო პერიოდში, საპრივატიზაციო გეგმა 170%-ით შესრულდა და დაგეგმილი 31 მილიონი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 52 მილიონ ლარზე მეტი მობილიზება მოხდა“. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 112 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რის შედეგადაც 68 ობიექტი გაიყიდა. The post 68 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური