სიახლე

“თუ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას არ დადებს, ქვეყნის ინფრასტრუქტურის დემონტაჟი გაგრძელდება”- ტრამპი

მედიაცენტრი

დონალდ ტრამპმა ირანში უმსხვილესი ხიდის აფეთქებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ თუ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას არ დადებს, ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი გაგრძელდება. 150-მეტრიანი კონსტრუქციის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 8 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. სტრატეგიული ობიექტი თეირანს ქვეყნის დასავლეთ ნაწილთან აკავშირებდა. მედიის ინფორმაციით, მას სამხედრო დანიშნულებით – არმიის მომარაგებისთვის იყენებდნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღეს თავდასხმები არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, ბაჰრეინის, კატარისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში მოიგერიეს. ესკალაციის საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო და თეირანის ქმედებები დაგმო. The post “თუ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას არ დადებს, ქვეყნის ინფრასტრუქტურის დემონტაჟი გაგრძელდება”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი