სიახლე
ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო
მედიაცენტრი
ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაციის გამო, ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო. როგორც მედია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო. ცნობისთვის, „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა. წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს, ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია კი გრძელდება. The post ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.