სიახლე

„გასაჯაროვდეს ჟურნალის ჩანაწერები “

GuriaNews

„მე,რიგითი მოქალაქე და ცხოველთა მოყვარული ვარ. ამ ბოლო დღეებში მომხდარმა სისასტიკემ მიუსაფარი ცხოველების მიმართ, უზარმაზარი გულისტკივილი და უამრავი კითხვა გამიჩინა. წამოუდგენელი რამ ხდება! არსებობს ეჭვი, რომ ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მიუსაფრებს, გორის თავშესაფარში ცოცხლად წვავენ.“ – წერს ფეისბუქში ცხოველთა უფლებადამცველი, თამარ მდინარაძე, „რომ არა ცხოველთა დამცველების და მოყვარულების განგაში,ეს პროცესი გაგრძელდებოდა და პასუხი ამ ყველაფერზე […] The post „გასაჯაროვდეს ჟურნალის ჩანაწერები “ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„მე,რიგითი მოქალაქე და ცხოველთა მოყვარული ვარ. ამ ბოლო დღეებში მომხდარმა სისასტიკემ მიუსაფარი ცხოველების მიმართ, უზარმაზარი გულისტკივილი და უამრავი კითხვა გამიჩინა. წამოუდგენელი რამ ხდება! არსებობს ეჭვი, რომ ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მიუსაფრებს, გორის თავშესაფარში ცოცხლად წვავენ.“ – წერს ფეისბუქში ცხოველთა უფლებადამცველი, თამარ მდინარაძე,

რომ არა ცხოველთა დამცველების და მოყვარულების განგაში,ეს პროცესი გაგრძელდებოდა და პასუხი ამ ყველაფერზე არ არის. არადა ძალიან ადვილია პასუხის მოპოვება. ამიტომ მოვითხოვ: 1) გასაჯაროვდეს თავშესაფრის გარე და შიდა კამერების ჩანაწერები. რატომ არ ხსნით კამერებს? რას წვავდნენ იმ დღეს მთელი ღამის განმავლობაში, როცა იქ მიუსაფრები მიიყვანეს? 2) გასაჯაროვდეს ჟურნალის ჩანაწერებირომელი ძაღლი მოხვდა თავშესაფარში? რა დაავადებით დაიღუპა?

ხომ ამბობთ რომ ლეშებს წვავდით. რა ბედი ეწია იმ დღეს მიყვანილ ცოცხალ მიუსაფრებს? ეს ძალიან ადვილია. ხომ არსებობს ჩანაწერები. თუ არ არსებობს,რატომ? 3) თავი დაანებეთ ცხოველთა დამცველების და მოყვარულების დაშინებას! თქვენ თვითონ რისი გეშინიათ? 4) თავი დაანებეთამ ამბის პოლიტიზირებას.ტყუილია ეს. არანაირი პოლიტიკა და რადიკალიზმი არ არსებობს.

სირცხვილია უბრალოდ! ადამიანებს,რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს გასაკეთებელს აკეთებენ,რაღაც უაზრო იარლიყებს აკერებთ, არაადეკვატური ადამიანები ესაა ჩემი სათქმელი. კიდევ ბევრია, მაგრამ, სხვა დროს. არა ძაღლების გენოციდს!“ – წერს ფეისბუქზე თამარ მდინარაძე.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.

ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და ვაქცინირებული ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებენ პირვანდელ ადგილას.

აქციის მონაწილეები, ასევე, პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.

The post „გასაჯაროვდეს ჟურნალის ჩანაწერები “ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი